"ციფრები და პროცენტები კობახიძის ძლიერი მხარე არ არის"-ვატო შაქარაშვილი
"ციფრები და პროცენტები კობახიძის ძლიერი მხარე არ არის და მის ადგილზე ამ ველზე არ შევიდოდი"განაცხადა ვატო შაქარიშვილმა კობახიძის განცხადების საპასუხოდ.

„ირაკლი კობახიძის დათვლილი პროცენტები ჩვენ უკვე ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. ციფრები და პროცენტები კობახიძის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის და მე მის ადგილზე ამ ველზე, სადაც აპრიორში წაგებულია, არ შევიდოდი. თანაც ჩვენ ვიცით, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ, რომ მას ყური ერთხელ უკვე აუწიეს. ვურჩევდი, რომ ამ ველზე ისედაც შესული არიან, მაგრამ უფრო სიღრმეებში ნუ შევლენ. ნახევარი საქართველო, პარტიის თავმჯდომარით დაწყებული და ლიდერშიფით გაგრძელებული, მოატყუა, მეც იქ ვიყავი, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში, როცა მოიყვანეს ბიძინა ივანიშვილი მოტყუებით და გამარჯვება აზეიმეს წაგებულ არჩევნებში. ინტელექტუალურ კრიზისში არიან იმ ოთახში, სადაც ეს მესიჯბოქსი იწერება, ლოგიკურად არ იხსნება, მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, ხელისუფლებაში ვიყავი და წავედი ოპოზიციაში, ეს არის პოლიტიკური ინტერესი? - ცოტა ტვინი დაატანონ, რასაც ლაპარაკობენ“, - განაცხადა შაქარიშვილმა.

შაქარაშვილის პასუხი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც „დაიცავი საქართველოს"  გაუჭირდება 3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა.

Print
მსგავსი სიახლე

საქართველოს პრეზიდენტი აღიარებს, რომ დავით გარეჯში განვითარებული მოვლენები შესაძლოა მის განცხადებებს უკავშირდებოდეს, რომელიც საზღვრის დელიმიტაციას შეეხებოდა. თუმცა, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი მთავარი ამოცანაა, ქვეყანას მისცეს სამუდამო საზღვრები.

„მე ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მოვალეობა, რომ ამ ქვეყანას მივცეთ მისი სამუდამო საზღვრები, რის გარეშეც ჩვენ ბოლომდე დამკვიდრებული ტერიტორია არ გვექნება და ბოლომდე დამოუკიდებლობა გამყარებული არ იქნება. ასე რომ როგორც თქვენ, ჩემთვისაც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. მე წამოვიწყე ახლახანს ჩვენს ორ პარტნიორთან ეს საკითხი, შეიძლება ამან გამოიწვია რაღაც შედეგები. მაგრამ მთავარი ის არის რომ კომისია ერთი დაწყებულია, მეორეც ალბათ ახლო მომავალში და საჭიროა არის, რომ სწრაფად, ოღონდ ჩვენი ინტერესების დაცულობით მივაღწიოთ იმ შედეგს რომელსაც ჰქვია გამყარებული საქართველოს სამუდამო საზღვრები,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
23:03 / 26.05.2019

ბოლო სიახლეები