უხამსი შინაარსის ფოტო მოსამართლის კაბინეტში-სალაძე სასამართლოს პრობლემებზე

მუქარის გზავნილები მოსამართლეებს- "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ დღეს იურიდიულ კომიტეტში სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას ის ფაქტი გაახმოვანა, რომელიც მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებს ეხება.

"ნუ გვესაუბრებით, რომ დღეს არის ეს კრიტიკული სიტუაცია შექმნილი, სასამართლო სისტემაში უფრო დიდი პრობლემებია, ვიდრე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების რაოდენობა. კარგად მოიკითხეთ სასამართლო სისტემაში როგორ იღება დაკეტილი კაბინეტები მოსამართლეების და რა სურათებს ახვედრებენ მოსამართლეებს მათ სამუშაო ოთახებში."-განაცხადა სალაძემ კომიტეტის სხდომაზე, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელ მოსამართლის მისამართით გამოიყენეს შანტაჟის ეს ფორმა.

"ჩაკეტილი ოთახი, მეორე დღეს მოსამართლეს დახვდა ღია და მაგიდაზე იდო ამობეჭდილი უცენზურო გამოსახულება,ეს იყო შეტყობინება მისი მისამართით რომ მას უნდა სცოდნოდა სად იყო მისი ადგილი,"-განაცხადა სალაძემ.

საიას თავმჯდომარე მეტი კონკრეტიკისგან თავს  კონფიდენციალურობის მოტივით იკავებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, მსგავსი ფაქტის შესახებ მან პირველად გაიგო.

"პირველად მესმის საერთოდ. რა გიპასუხოთ არ ვიცი. ცოტა უფრო სრულყოფილი ინფორმაცია უნდა მომაწოდოთ და აუცილებლად გაგცემთ პასუხს ,“-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

სულხან სალაძემ განცხადება პარლამენტში უზენაესი სასამართლოს  მოსამართლეების დანიშვნის შესახებ უმრავლესობის კანონპროექტის განხილვისას გააკეთა. განცხადების გაკეთების შემდეგ მან სხდომა  პროტესტის ნიშნად  დატოვა.

Print
მსგავსი სიახლე

საქართველოს პრეზიდენტი აღიარებს, რომ დავით გარეჯში განვითარებული მოვლენები შესაძლოა მის განცხადებებს უკავშირდებოდეს, რომელიც საზღვრის დელიმიტაციას შეეხებოდა. თუმცა, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი მთავარი ამოცანაა, ქვეყანას მისცეს სამუდამო საზღვრები.

„მე ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მოვალეობა, რომ ამ ქვეყანას მივცეთ მისი სამუდამო საზღვრები, რის გარეშეც ჩვენ ბოლომდე დამკვიდრებული ტერიტორია არ გვექნება და ბოლომდე დამოუკიდებლობა გამყარებული არ იქნება. ასე რომ როგორც თქვენ, ჩემთვისაც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. მე წამოვიწყე ახლახანს ჩვენს ორ პარტნიორთან ეს საკითხი, შეიძლება ამან გამოიწვია რაღაც შედეგები. მაგრამ მთავარი ის არის რომ კომისია ერთი დაწყებულია, მეორეც ალბათ ახლო მომავალში და საჭიროა არის, რომ სწრაფად, ოღონდ ჩვენი ინტერესების დაცულობით მივაღწიოთ იმ შედეგს რომელსაც ჰქვია გამყარებული საქართველოს სამუდამო საზღვრები,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
23:03 / 26.05.2019

ბოლო სიახლეები