"რობოტი ალიოშა" სინამდვილეში ადამიანი აღმოჩნდა
რუსმა კომენტატორებმა, რობოტის კოსტუმში გამოწყობილი ადამიანი "რობოტ ალიოშად" გაასაღეს. "რობოტმა ალიოშამ" საფეხბურთო მატჩი გახსნა სიმბოლურად ბურთს დაარტყა და უკან დაბრუნდა.  საფეხბურთო მატჩი ცსკასა და ორენბურგს შორის გაიმართა.  რუსულმა ტელევიზიამ "Матч Премьер"-მა მას "ხელოვნური ინტელექტი" უწოდა თუმცა მაყურებლისთვის არ უთქვამთ რომ სინამდვილეში "ხელოვნური ინტელექტი"  ჩვეულებრივი ადამიანი იყო.

„ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი რობოტი ალიოშა, ახლა ხელოვნური ინტელექტი განახორციელებს პირველ დარტყმას“ - ასე გამოაცხადეს რობოტის კოსტუმში გადაცმული ადამიანი არხის კომენტატორებმა.

თუ რატომ გაასაღეს ადამიანი "რობოტ ალიოშად" ჟურნალისტების შეკითხვას  ერთ-ერთმა კომენტატორმა რომან ნაგუჩევმა ასე უპასუხა " უბრალოდ სახალისოა, ესაა და ეს. რობოტივით გამოიყურებოდა" 

აღსანიშნავია რომ რამდენიმე თვის წინ  რობოტისადმი მიძღვნილ ფორუმზე რუსეთმა “მაღალტექნოლოგიურ რობოტი” წარმოადგინა. თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა “მაღალტექნოლოგიური რობოტი” კოსტუმში გამოწყობილი ადამიანი იყო.

Print
მსგავსი სიახლე

საქართველოს პრეზიდენტი აღიარებს, რომ დავით გარეჯში განვითარებული მოვლენები შესაძლოა მის განცხადებებს უკავშირდებოდეს, რომელიც საზღვრის დელიმიტაციას შეეხებოდა. თუმცა, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი მთავარი ამოცანაა, ქვეყანას მისცეს სამუდამო საზღვრები.

„მე ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მოვალეობა, რომ ამ ქვეყანას მივცეთ მისი სამუდამო საზღვრები, რის გარეშეც ჩვენ ბოლომდე დამკვიდრებული ტერიტორია არ გვექნება და ბოლომდე დამოუკიდებლობა გამყარებული არ იქნება. ასე რომ როგორც თქვენ, ჩემთვისაც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. მე წამოვიწყე ახლახანს ჩვენს ორ პარტნიორთან ეს საკითხი, შეიძლება ამან გამოიწვია რაღაც შედეგები. მაგრამ მთავარი ის არის რომ კომისია ერთი დაწყებულია, მეორეც ალბათ ახლო მომავალში და საჭიროა არის, რომ სწრაფად, ოღონდ ჩვენი ინტერესების დაცულობით მივაღწიოთ იმ შედეგს რომელსაც ჰქვია გამყარებული საქართველოს სამუდამო საზღვრები,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
23:03 / 26.05.2019

ბოლო სიახლეები