საქალაქო სასამართლოში ულტრანაციონალისტების მიერ მოკლული ახალგაზრდის საქმის განხილვა იწყება
16 აპრილს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება პირველი პროცესი ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე.პროცესამდე, 10:30 საათზე სასამართლოს ეზოში გაიმართება მშვიდობიანი სოლიდარობის აქცია ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდასჭერად.

„ჩართულობის და განვითარების ცენტრი“, სადაც მოკლული ახალგაზრდა მუშაობდა, მოუწოდებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი შვილების უსაფრთხოება სასამართლოს ეზოში შეიკრიბონ და უთხრან არა და რასიზმს, ქსენოფობიასა და ძალადობას!

ვიტალი საფაროვი, 25 წლის უფლებადამცველი 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისის ცენტრში, ბარ „ვარშავას“ (პუშკინის ქუჩა) მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა მოკლა, რომლებიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთ-ერთი ქართული ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან. ჩართულობისა და განვითარების ცენტრის განცხადებით, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ უფლებადამცველი სწორედ იმ დაჯგუფების წარმომადგენლების მსხვერპლი გახდა, რომლებიც საზოგადოებაში აღვივებენ რასიზმს და ქსენოფობიას.

უფლებადამცველის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე. ვიტალი საფაროვის ოჯახის ადვოკატის თქმით, მოწმეთა ჩვენებები და ბრალდებულების პროფილები სოციალურ ქსელებში ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ისინი ულტრანაციონალისტური, ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან. ამ უკანასკნელს, არ უარყოფენ თავად დაკავებულებიც. ერთ-ერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს, სსსკ-ის 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. თუმცა, არსებობს მტკიცებულებები, რომ ბრალდებული უშუალოდ მონაწილეობდა მკვლელობაში, იგი ცემდა მსხვერპლს და ურტყამდა ,,კასტეტს“, რითაც გამოიხატება დანაშაულში მისი აქტიური მონაწილეობა.

დაკავებულის მსგავსად მკვლელობაში ასევე მონაწილეობდა კიდევ ერთი არასრულწლოვანი პირი, რომელიც ამ ეტაპამდე არ არის დაკავებული და საქმეში მხოლოდ მოწმის სტატუსით მონაწილეობს.

ახალგაზრდა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობის და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. იგი მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტული ბანაკების ორგანიზებაში, მონაწილეობდა რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ განხორციელებულ არაერთ პროექტში და იყო ებრაული თემის აქტივისტი.
Print
მსგავსი სიახლე

საქართველოს პრეზიდენტი აღიარებს, რომ დავით გარეჯში განვითარებული მოვლენები შესაძლოა მის განცხადებებს უკავშირდებოდეს, რომელიც საზღვრის დელიმიტაციას შეეხებოდა. თუმცა, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი მთავარი ამოცანაა, ქვეყანას მისცეს სამუდამო საზღვრები.

„მე ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მოვალეობა, რომ ამ ქვეყანას მივცეთ მისი სამუდამო საზღვრები, რის გარეშეც ჩვენ ბოლომდე დამკვიდრებული ტერიტორია არ გვექნება და ბოლომდე დამოუკიდებლობა გამყარებული არ იქნება. ასე რომ როგორც თქვენ, ჩემთვისაც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. მე წამოვიწყე ახლახანს ჩვენს ორ პარტნიორთან ეს საკითხი, შეიძლება ამან გამოიწვია რაღაც შედეგები. მაგრამ მთავარი ის არის რომ კომისია ერთი დაწყებულია, მეორეც ალბათ ახლო მომავალში და საჭიროა არის, რომ სწრაფად, ოღონდ ჩვენი ინტერესების დაცულობით მივაღწიოთ იმ შედეგს რომელსაც ჰქვია გამყარებული საქართველოს სამუდამო საზღვრები,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
23:03 / 26.05.2019

ბოლო სიახლეები