"ყველა, ვინც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება,ქვეყნის მტერია"-კალაძე ჰესების მშენებლობაზე
"ყველა ის ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ განვითარებას, ქვეყნის მტერია."-ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

კალაძის თქმით, ჰესების აშენება პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის განვითარებასთან.

"კამპანია, რომელიც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ არის მიმართული, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თუ გვინდა ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს, მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას ათვისებული წყლის რესურსი და შესაძლებლობები, რომელიც ქვეყანას გააჩნია. 5 წლის განმავლობაში ვიყავი ენერგეტიკის მინისტრი და ამდენი პროექტი - ჰიდროელექრტოსადგური, ქარის ელექტროსადგური, თბოელექტროსადგური, ქვესადგურების პროექტი, რომლებიც ევროპული სტანდარტებით გავაკეთეთ, არასდროს საქართველოში არ გაკეთებულა. გული მწყდება, რომ დღეს ამ მიმართულებით პროექტების განხორციელება არის შეფერხებული. ჩვენი ქვეყანა განვითარებადია, ყოველწლიურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა გვაქვს და შესაბამისად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნაც მეტი იქნება. რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სხვადასხვა ქვეყნებზე ელექტროენერგიის შემოტანით, რატომ უნდა გავიდეს თანხები სხვა ქვეყნებში? ისევ ჩვენს ეკონომიკაში ჩაიდოს და მოხმარდეს ეს თანხები. ყველა ის ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ განვითარებას, მარტივად რომ ვთქვა, ქვეყნის მტერია",- განაცხადა კალაძემ.
Print
მსგავსი სიახლე

საქართველოს პრეზიდენტი აღიარებს, რომ დავით გარეჯში განვითარებული მოვლენები შესაძლოა მის განცხადებებს უკავშირდებოდეს, რომელიც საზღვრის დელიმიტაციას შეეხებოდა. თუმცა, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი მთავარი ამოცანაა, ქვეყანას მისცეს სამუდამო საზღვრები.

„მე ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მოვალეობა, რომ ამ ქვეყანას მივცეთ მისი სამუდამო საზღვრები, რის გარეშეც ჩვენ ბოლომდე დამკვიდრებული ტერიტორია არ გვექნება და ბოლომდე დამოუკიდებლობა გამყარებული არ იქნება. ასე რომ როგორც თქვენ, ჩემთვისაც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. მე წამოვიწყე ახლახანს ჩვენს ორ პარტნიორთან ეს საკითხი, შეიძლება ამან გამოიწვია რაღაც შედეგები. მაგრამ მთავარი ის არის რომ კომისია ერთი დაწყებულია, მეორეც ალბათ ახლო მომავალში და საჭიროა არის, რომ სწრაფად, ოღონდ ჩვენი ინტერესების დაცულობით მივაღწიოთ იმ შედეგს რომელსაც ჰქვია გამყარებული საქართველოს სამუდამო საზღვრები,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
23:03 / 26.05.2019

ბოლო სიახლეები