"ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები"-მაჭავარიანი ბოკერიას

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე  ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ევროპული საქართველოს დეპუტატს, გიგა ბოკერიას ურჩია ლეიბორისტულ პარტიაში გადასულიყო, რადგან შალვა ნათელაშვილის ფრაზებით საუბრობდა. 

კამათი დეპუტატსა და მინისტრს შორის, ფინანსთა მინისტრის შედარებამ გამოიწვია. მაჭავარიანმა მისი და  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხედვებს შორის განსხვავებებზე ისაუბრა.

"ვისაც თინეიჯერი შვილი გვყავს, მე მყავს შვილი, ჩვენ ყველანი ვნერვიულობთ, რომ გვიან არ მოვიდნენ, რამე არ დაუშავდეთ. აი, სხვაობა გინდათ დავიყვანოთ ბატონი კობას და ჩემს მიდგომებს შორის: ის ამბობს, რომ 10 საათზე მოვიდეს ბავშვი სახლში და მე ვამბობ, რომ 12-მდე დატოვეთ", — განაცხადა მაჭავარიანმა.


ფინანსთა მინისტრის მოსმენა  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მიმდინარეობს. ფინანსთა მინისტრი  "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა. 



Print
ბოლო სიახლეები