"კუბლაშვილი არის სუსის აგენტი"-ელისო კილაძე მაჩალიკაშვილის ადვოკატზე

"კუბლაშვილი არის სუსის აგენტი"-ჟურნალისტი ელისო კილაძე მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატს მარიამ კუბლაშვილს სუსის აგენტს უწოდებს. ამასთან დაკავშირებით კილაძე სოციალურ ქსელში წერს.

"არ მინდოდა პოლემიკაში შესვლა,მაგრამ კიდევ ერთხელ მიწევს-მარიტა კუბლაშვილი დიახ,არის ქოცი და დიახ,არის სუსის აგენტი,მეტიც ის არის ქართული მარშის ადვოკატი და უჩივის რუსთავი 2-ს სისტემატურად დადის მოსკოვში !ის მუდმივად უარს ამბობს ვახას დაკითხვაზე სასამართლოში,გამუდმებით იცავს ირაკლი ზაქარეიშვილს და არ აძლევს სხვა ადვოკატებს საქმეში ჩართვის საშუალებას !სანამ საჯაროდ გამოვფენდი ამ თემას,ხუთი თვის უკან პირადში მაქვს მიწერილი !ნეტა როგორ ხდება რომ მაჩალიკაშვილების ადვოკატობის პარალელურად მარგოშვილის ადვოკატი იყო და საქმეში კიდევ ერთი კოლეგის ჩართვის მერე მარგოშვილმა ის ჩამოიცილა?არ ვაპირებ მისი ხსენება შევწყვიტო !! დიდი სკანდალი ელოდება წინ-ზვიადაურს მოკითხვა !"- წერს კილაძე.

შეგახსენებთ, რომ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვის გადადება ხვალისთვის ითხოვა, ამის მიზეზად კი მარიამ კუბლაშვილმა სხვა სასამართლო პროცესი დაასახელა.

Print
ბოლო სიახლეები