არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ დეზინფორმაციით მოხდეს დისკრედიტაცია არჩევნების - გახარია


არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციით მოხდეს დისკრედიტაცია არჩევნების - ეს განცხადება, შინაგან საქმეთა მინისტრმა  გიორგი გახარიამ გააკეთა.  გახარია ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მმართველი გუნდი არჩევნების მოგებას ზეწოლისა და მოსყიდვით ცდილობს.

"არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციით მოხდეს დისკრედიტაცია არჩევნების. ყველას მოვუწოდებთ მისცენ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება მშვიდად გამოხატონ არჩევანი. ჩვენ შევაფასებთ მდგომარეობას როგორც ზუგდიდში, ასევე მარნეულში, ზესტაფონში, და დამკვირვებლებთან ერთად გადავწყვეტთ რა რაოდენობით უნდა იყოს პოლიცია წარმოდგენილი.

კიდევ ერთხელ იმეორებ, რომ შინაგან საქმეთა მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მიერ არჩევანის გამოხატვის თავისუფლება,"-განაცხადა  გახარიამ.

Print
ბოლო სიახლეები