"დავით გარეჯი ჩვენი საკუთრებაა" აზერბაიჯანელი აქტივისტები გარეჯისკენ მსვლელობას აანონსებენ
გუშინ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელმა სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათი მთავარი მოწოდება იყო რომ  გარეჯის სადავო ნაწილი მათი ქვეყნის საკუთრებაა. სოციალურ ქსელში შეიქმა სპეციალური ჯგუფები ლოზუნგით : " 28 მაისს, რესპუბლიკის დღეს ქესიქჩიდაღში შემოუერთდით მანქანების მსვლელობას". აზერბაიჯანელი აქტივისტების მსვლელობა   აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 28 მაისს დავით გარეჯის მიმართულებით გაიმართება 

„ბუნებრივია, დავფიქრდებით და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ისტორიული ტერიტორია არ დავთმოთ, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დაიცვას თავისი ტერიტორიები, თუ ამას ვერ ახერხებს სახელმწიფო და ჩვენი ხელისუფლება. ჩვენ შევისწავლით ამ საკითხს. ჯერ დრო კიდევ არის 28 მაისამდე და როგორც კი გავეცნობით სიტუაციას, გავაკეთებთ ჩვენს განცხადებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენი ხელისუფლება ვერ დაიცავს ჩვენს ტერიტორიებს და წავა დათმობებზე, ვგულისხმობ დავით გარეჯის თუნდაც ერთი კვადრატული სანტიმეტრის გადაცემას აზერბაიჯანული მხარისთვის, ჩვენ, საზოგადოება შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ", -  ასე გამოეხმაურა დავით ქაცარავა 28 მაისს დაანონსებულ მსვლელობას.




Print
ბოლო სიახლეები
Facebook
რეკლამა


რეკლამა