2022 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე 32 გუნდი იასპარეზებს
2022 წელს ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც 32 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. როგორც ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია FIFA აცხადებს, მათ უარი თქვეს გუნდების გაზრდის რაოდენობაზე. მიზეზად დასახელდა ის რომ ყატარი ვერ მოახერხებს 48 გუნდის მიღებას და გაზრდილი რაოდენობის მატჩების გამართვას. ამ ორგანიზაციამ აგრეთვე უარი თქვა შეხვედრების ყატარის გარდა სხვა ქვეყანაში ჩატარებაზე.

„იმის გამო, რომ 2022 წლის ჩემპიონატი თანდათან ახლოვდება და მზადებაც აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო 48-გუნდიანი ტურნირის ჩატარების შესაძლებლობის განხილვას დიდი დრო სჭირდება, მივიღეთ გადაწყვეტილება უარი ვთქვათ გაფართოებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

32-გუნდიანი მსოფლიოს ჩემპიონატი 1998 წლიდან ტარდება. თუმცა ფედერაციაში ამობენ რომ 48-გუნდიანი მუნდიალი აუცილებლად გაიმართება 2026 წელს.

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.
Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა


რეკლამა