ჭიათურაში ერთ-ერთი მოშიმშილე მაღაროელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჭიათურაში მე-12 დღეა  მაღაროელები გაფიცულები არიან,მათი  ნაწილი კი უკვე 10 დღეა შიმშილობს.    

ერთ-ერთი მოშიმშილე მუშა შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.ექიმის განცხადებით, პაციენტს  სისუსტე და ძლიერი თავბრუსხვევა აღენიშნებოდა. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. გაფიცულ მუშებს სოლიდარობაგამოუცხადეს ზესტაფონის ფეროს ქარხნის თანამშრომლებმა.

ჯორჯიან მანგანეზის მენეჯმენტმა გაფიცულებს  ხელფასის ეტაპობრივი, 25%-იანი ზრდა შესთავაზა, რასაც მუშები არ თანხმდებიან და ანაზღაურების 50%-ით მომატებას მოითხოვენ.
Print
ბოლო სიახლეები