უბედური შემთხვევა კახეთში- ექსკურსიაზე სკოლის მოსწავლე ჩანჩქერში ჩავარდა


ლაგოდეხში, ნინოსხევის ჩანჩქერში ჩავარდნილ 16 წლის გოგოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ეძებს.გოგონა სკოლის ექსკურსიაზე იმყოფებოდა.


"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო.

შეტყობინების მიღებისთანავე, მითითებულ ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ რეინჯერები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლაგოდეხისა და გურჯაანის სამაშველო ჯგუფები, რომლებიც საძიებო სამუშაოებში დაუყოვნებლივ ჩაერთნენ.

ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინების და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, 16 წლის გოგონას ძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ზედაპირული - სახმელეთო დათვალიერებით, ისე - წყალში.

ხმელეთსა და წყალში საძიებო სამუშაოები გოგონას პოვნამდე 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება"-ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა


რეკლამა