„რეალობის მოსმენა უნდა ისწავლოთ, მეგობრებო“ - ოპოზიციამ პრემიერს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა
პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მამუკა ბახტაძეს ოპოზიციამ სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა. ოპოზიციის პროტესტი მამუკა ბახტაძის მხრიდან „თიბისი ბაკის“ საკითხზე და საპროცენტო განაკვეთზე საუბარს მოჰყვა. „რეალობის მოსმენა უნდა ისწავლოთ, მეგობრებო, სამსახიობო ნიჭში კონკურენციაში ვერ შევალ ზოგიერთებთან“ - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციას.
Print
ბოლო სიახლეები