გენერალური პროკურორის დაცვის სამსახურმა "კურიერის" ჟურნალისტის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენა
გენერალური პროკურორის დაცვის სამსახური "კურიერის" ჟურნალისტს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
„კურიერის“ კორესპონდენტმა შალვა თადუმაძეს ჰკითხა, რა ეტაპზეა მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება და როდის გააცნობენ საზოგადოებას მტკიცებულებას, რომლის მიხედვითაც მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა.
ამ კითხვას გენერალური პროკურორი გაექცა. მისი დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა კი “კურიერის“ ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს.
შალვა თადუმაძემ არ უპასუხა არც კითხვას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ.
Print
ბოლო სიახლეები