"იცით თუ არა ვინ არის რემენა?"-პარლამენტში გიგა ბოკერიას დასმულ შეკითხვებს ხმაური მოჰყვა
"ადევნებდით თუ არა თვალყურს ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებს ტელევიზიით? იცით თუ არა ვინ არის რემენა?" გიგა ბოკერიას შეკითხვებმა  უმრავლესობის წევრები გააღიზიანა. 

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მოსმენა მიმდინარეობს.

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია მინისტრს მოკლე შეკითხვებს უსვამდა, მინისტრმა მის შეკითხვებს არ უპასუხა. კომიტეტის სხდომა ხმაურსა და დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ბოკერიას შეკითხვა ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვას ეხებოდა. ბოკერიამ თურნავას ჰკითხა იცნობდა თუ არა რიჟას, რემანას და სხვა პირებს, რომლებიც კრიმინალური ავტორიტეტები არიან და ბოკერიას თქმით, ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვის დროს საქმეებს აგვარებდნენ. 

ბოკერიამ თურნავას ჰკითხა, მიაჩნია თუ არა პრობლემად, პროცესებში კრიმინალური ავტორიტეტების ჩარევა.

ეკონომიკის მინისტრმა დეპუტატის კითხვები უპასუხოდ დატოვა. უმრავლესობის წევრებმა კი ბოკერიას მიმართეს, რომ ის კომიტეტში იმყოფებოდა კითხვების დასასმელად და არა დაკითხვის მოსაწყობად. თურნავას დუმილს გიგა ბოკერიას გაღიზიანება მოჰყვა, მან განაცხადა, რომ მისი უფლება იყო კითხვების დასმა, უმრავლესობის წევრებმა უპასუხეს რომ თურნავა პარლამენტში დაკითხვაზე არ იყო მიწვეული.


Print
მსგავსი სიახლე
19:39 / 17.11.2019
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ  ქსელში არხის თანამშრომლებს ამხნევებს. 


"მოკლედ, მე არ ვიცი, ეს ჩემი ბიჭები და გოგოები ან ამდენ ენერგიას სად პოულობენ, ან ამდენ პროფესიონალიზმს, ან ამდენ თავდადებას, ან ამდენ გამბედაობას და უშიშრობას, ან ამდენ რწმენას და ფასეულობით ერთგულებას. მოხარშულს ვიცნობ თითოეულს, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები. არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, პოულობენ და ყოველ ჯერზე თავის თავს კიდევ უფრო მეტად ახტებიან და კიდევ უფრო მეტად მანცვიფრებენ მეც და მაყურებელსაც. არ ვიცი, მარგამ ამ ორთვიან არხს საუკეთესოდ და ნიუსის მთავარ წყაროდ რომ აქცევენ, ისიც ფაქტია.

დიახ, საუკეთესოებს არ სჭირდებათ ათეულობით წლები, გადართვა-გადმორთვის ჩვევა და მილიონიანი სერიალები იმის დასამტკიცებლად, რომ ყველას ჯობიან. არც უძვირესი ტექნიკა და ინვენტარი, არც უდიდესი სტუდიები. დიახ, დიახ, დაიხ. და მთავარი დიახ - ივანიშვილის კაპიტულაციას ჩავიბარებთ ჩვენ. და ეს არის მთავარი "დიახ"!

მთავარი არხი • Mtavari Arkhi მიყვარხართ და მეამაყებით. ქვეყნის ისტორიას წერთ და მოგვიანებით, როცა ამას მიხვდებით, ცოტა შეგეშინდებათ, მაგრამ მიხვდებით მთავარს - ცხოვრება შედგა ''- წერს ნიკა გვარამია სოციალიალურ ქსელში.
ბოლო სიახლეები