დარწმუნებული ვარ შენს საყვარელ მხარეს ისე მოუვლი და გადაყვები, როგორც მე 8 წლიდან-ნინი ქარსელაძე

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ მომღერალ ზურა ხაჩიძის დანიშვნას მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრ ნინი ქარსელაძე ეხმაურება.

ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ქარსელაძე მას თანამდებობას ულოცავს.

“ჩემი ბიჭი. დარწმუნებული ვარ, შენს საყვარელ მხარეს ისე მოუვლი და გადაყვები, როგორც მე 8 წლიდან!!! წარმატებები. მიყვარხარ!”, – წერს ნინი ქარსელაძე.

შეგახსენებთ , მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის მოადგილედ დაინიშნა. ის კულტურისა და საგანმანათლებლო მიმართულებას ჩაიბარებს.

Print
ბოლო სიახლეები