"ბიძინა ივანიშვილი პირად ექიმს სტომატოლოგით ანაცვლებს“-თინა ბოკუჩავა


"ბიძინა ივანიშვილი პირად ექიმს სტომატოლოგით ანაცვლებს“, -  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს წასვლას და მის ნაცვლად საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის ეკატერინე ტიკარიძის მოსალოდნელი დანიშვნა შეაფასა.


„ამ შემთხვევაში საკუთარ პირად ექიმს ანაცვლებს სტომატოლოგით, რა კრიტერიუმით მოხდა ეს ჩანაცვლება ბუნებრივია საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, პირადი ლოიალობა და რაღაც პირადი ვიწრო ინტერესები, ამიტომ არის რომ ქვეყანა ასეთ ღრმა კრიზისშია, ივანიშვილი არ ამოდის სახელმწიფოებრიობის პრინციპიდან, არ ამოდის ქვეყნის ინტერესებიდან, არამედ საკუთარი ლოიალობით საზღვრავს, ვინ უნდა იკავებდეს ამათუ იმ თანამდებობას მთავრობაში“, - აღნიშნა თიკა ბოკუჩავამ.

დღეს დავით სერგეენკომ დაადასტურა, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სერგეენკოს ადგილს  საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე დაიკავებს.
Print
ბოლო სიახლეები