ავტოსაგზაო შემთხვევა რუისთან. დაღუპულია 3 ადამიანი
თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე, რუისის მონაკვეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. 5 კი მძიმედ დაშავდა.

შსს-ს ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ქალი და ორი მცირეწლოვანი. დაშავებულები გორისა და თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მძიმედ დაშავებული 14 წლის ბიჭი თბილისში გადმოიყვანეს, 16 წლის გოგონა გორის კლინიკის რეანიმაციაში რჩება. მძიმე მდგომარეობაშია ავარიაში დაშავებული კიდევ ერთი მოქალაქე.

დაღუპულები სომხეთის მოქალაქეები არიან.

შსს-ს ინფორმაციით, სომხეთის სანომრე ნიშნებით მოძრავმა ავტომობილმა სავარაუდოდ, მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.

მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
Print
ბოლო სიახლეები
Facebook
რეკლამა


რეკლამა