"იმედი მაქვს რომ ეს ტყუილი ინფორმაციაა"- ნათელაშვილი ღირსების მარშს პროვოკაციად აფასებს
თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარში, რომელიც 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო ხვალ გაიმართება. ამის შესახებ პრაიდის ოფიციალურ გვერდზე განცხადება და ვიდეო ვრცელდება. თბილისში დაანონსებულ ღირსების მარშს პოლიტიკოსებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან უკვე მოყვა შეფასებები“ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებულ ღირსების მარშს პროვოკაციად აფასებს.

„მეტ პროვოკაციას, იმ დროს, როდესაც ხალხი იცილებს ივანიშვილის რეჟიმს, ვინ მოიფიქრებდა? ესენი მარტო „ელგებეტე“ კი არა, მოსკოვისა და უშიშროების აგენტურაა ერთდროულად. ჯერ იყო და კინაღამ რუსი რაინდები ბელადებად აქციეს.ახლა დარწმუნებული ვარ, ოლიგარქი მილიონებს გაუშვებს ყველაფრის მკადრებელ არსებათა მოსასყიდად, რათა ეს მარში ჩაატარებინოს ამ ეროვნული მუხტის სადისკრედიტაციოდ.მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ტყუილი ინფორმაციაა. თუ მართლა ვინმე აპირებს ამ გაპონობას, გირჩევთ, არ გაბედოთ მსგავსი რამ და დროზე შეძვრეთ იქ, საიდანაც გამოძვერით. P.S აი, უკვე დაიწყო მუშაობა იუდა მოშე გლუკჰარტის კანტორამ“, – წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა


რეკლამა