ტაქსის მძღოლმა რუსი ტურისტები აეროპორტის შუა ტრასაზე ჩამოსვა
მომღერალი, თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში წერს, რომ მის გესთ ჰაუსში მყოფი რუსი ტურისტები, რომელიც გუშინ გააცილა ქვეყნიდან, მძღოლმა აეროპორტის შუა ტრასაზე ჩამოსვა. როგორც შემდეგ ირკვევა ტაქსისტმა  ტურისტების  უთხრა რომ "რუსეთი ოკუპანტია" და ისინი შუა ტრასაზე ჩამოსმით რუსული ოკუპაცია გააპროტესტა. 


"ყველა ერთ ხმად ვაღიარებთ , რომ რუსეთი ოკუპანტია, პუტინი და რუსული პოლიტიკა მტერი ... მაგრამ მინდა დაგისვათ ერთი კითხვა ... რა დააშავეს რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ჩამოდიან ჩვენთან და არიან ძალიან კეთილ განწყობილები ?? ? მოგეხსენებათ რომ ამ ბოლო დროს ხშირი შეხება მაქვს რუს ტურისტებთან იქიდან გამომდინარე რომ მაქვს guest house სადაც ძირითადად ტურისტების 80% რუსები გახლდათ ... გუშინ გავაცილე ჩემი ბოლო სტუმრები რუსეთიდან, არაჩვეულებრივი ხალხი უზომოდ შეყვარებულები ჩვენს ქვეყანაზე და ხალხზე , ძალიან მაგარი წყვილი რუსეთიდან რომლბმაც 1 კვირაში იმაზე კარგად შეისწავლეს და დაათვალიერეს ჩვენი ქვეყანა ვიდრე ჩვენ ვიცით ... ხოდა მოკლედ რატო გიყვებით ამ ყველაფერს ... ტაქსით წასულან აეროპორტში და მძღოლს აეროპორტის ტრასაზე ჩამოუსვია და უთქვამს რომ რუსეთი ოკუპანტია და შუა ტრასაზე დაუტოვებია ........ არ ვიცი რომელია სწორი ის ,რომ ჩვენ უზრდელი და უკულტუროები ვართ თუ ის რომ ესე უნდა შევაზიზღოთ ჩვენი ქვეყამა ჩვენს "მტრებს" რომლებიც ძალიან ძალიან დიდი სიმპტიებით იყვნენ განწყობილები პატარა საქართველოს მიმართ ??? არც მე არ ვგიჟდები რუსებზე დაბადებიდანვე მიდევს ის კოდი რომ რუსეთი მტერია , მაგრამ გამაჩნია შეგნება და მგონია რომ თითოეული ჩვენგანი ვართ საქართველოს სახე და როგორც ჩვენ მოვიქცევით ისეთი სახელი გვექნება .... ისე ეს ჩვენ შორის დარჩეს და ძლივს ვიღაცი მიმართ ზიზღის გამოხატვის შანსი მოგვეცა და ერთმანეთის ჭამის გრდა სხვას შეგვიძლია ტალახი ვესროლოთ და ამას როგორ გავმაზავთ ერი ))))"- წერს თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში. 




შეგახსენებთ რომ საპროტესტო გამოსვლები და დარბევა თბილისში 2019 წლის 20 და 21 ივნისს, რომელიც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სკამის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას მოყვა. 2019 წლის 20 ივნისის 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ გავრილოვის ვიზითთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია დაიწყო. რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. აქციის მონაწილეების ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში ძალით შესვლის მცდელობამ პოლიციასთან ძალისმიერი დაპირისპირება გამოიწვია. დაახლოებით ღამის 12 საათისკენ პოლიციამ და სპეცრაზმმა მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. 5 საათის განმავლობაში ისინი აქციის დაშლას რეზინის ტყვიებით, გაზისა და წყლის ჭავლის საშუალებით ცდილობდნენ. ადგილობირივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამართალდამცავთა მოქმედება გასცდა კანონის ფარგლებს.დაშლის შესახებ პოლიციას აქციაზე მყოფი ადამიანები არ გაუფრთხილებია.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა. აქედან 80 პოლიციელი იყო, 31 ჟურნალისტი, დანარჩენი კი აქციის მონაწილეები იყვნენ. უწყებისვე ცნობით, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ორ ადამიანს რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალის ამოღება დასჭირდა
Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა


რეკლამა