აშშ-ში სატვირთო მანქანიდან ათასობით დოლარი გადმოცვივდა (ვიდეო)


აშშ-ში, ჯორჯიას შტატის ქალაქ ატლანტაში ერთ-ერთ გზატკეცილზე სატვირთო მანქანიდან ათასობით დოლარდი გადმოცვივდა.  ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.„Dailymail“-ის ინფორმაციით, ტრაილერს მაგისტრალზე ნაღდი ფული გადაჰქონდა, რა დროსაც მანქანის კარი შემთხვევით გაიხსნა და ფული გზაზე გადმოცვივდა.ვიდეოში ჩანს, როგორ აჩერებენ გზაზე მიმავალი მძღოლები მანქანებს და ძირს დაცვენილ ფულს აგროვებენ. ტრაილერის თანმხლებმა პირებმა მხოლოდ დარჩენილი რამდენიმე ასეული აშშ დოლარის შეგროვება მოახერხეს.

პოლიციის განცხადებით, ისინი იმ მძღოლების ვინაობას დაადგენენ, რომლებმაც გზიდან ფული აკრიფეს. მართალია, მათ არც დააჯარიმებენ და არც დააკავებენ, თუმცა, თანხის დაბრუნებას მოსთხოვენ.
Print
ბოლო სიახლეები