საქართველოს ყოფილი სახელმწიფო დროშა და გერბი კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადდა
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ინიციატივით, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო დროშა და საქართველოს ყოფილი სახელმწიფო გერბი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა.


"ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ინიციატივით საქართველოს ყოფილი სახელმწიფო დროშა და საქართველოს ყოფილი სახელმწიფო გერბი გამოცხადდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიმართვის და საქართველოს ეროვნული არქივის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშას (ესკიზი), რომელიც დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში და საქართველოს პირველი რესპუბლიკის გერბს (ესკიზი), რომელიც ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს, მაგრამ დაცულია საქარტველოს ეროვნულ არქივში მიანიჭა კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი."- ნათქვამია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




Print
ბოლო სიახლეები