გერმანიის ელჩი იყო პარლამენტში, სხვა ელჩები ხაზზე იყვნენ-შს მინისტრის მოადგილე


გახარიას სკანდალური განცხადების შემდეგ, განმარტებას მისი მოადგილე აკეთებს.

გახარიას  მოადგილე ამბობს, რომ 20 ივნისის მოვლენების დროს პარლამენტის შენობაში გერმანიის ელჩი იმყოფებოდა,რაც შეეხება  სხვა ელჩებს, ისინი  ხაზზე იყვნენ მთელი ღამის განმავლობაში.

"იმ ღამეს თუ გახსოვთ, გერმანიის ელჩმა გააკეთა განცხადება პირდაპირ პარლამენტიდან. რაც შეეხება დანარჩენ ელჩებს, ხაზზე იყვნენ ჩვენთან მთელი ღამის განმავლობაში, პროცესს აკვირდებოდნენ მთელი ღამის განმავლობაში. გერმანიის ელჩი ფაქტობრივად ბოლომდე იყო პარლამენტში, იმიტომ, რომ როცა დაიძაბა ვითარება და დაიწყო პარლამენტზე შეტევა, მას მერე ელჩი გამოცხადდა პარლამენტში და იქ იმყოფებოდა", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

გახარიას განცხადება, იმის თაობაზე რომ ის სხვა ელჩებთან ერთად იმყოფებოდა პარლამენტში, უარყო საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, დიდი ბრიტანეთის ელჩი, ევროკავშირის ელჩი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, საფრანგეთის ელჩი და  უკრაინის ელჩი უარყოფენ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში ყოფნას.
Print
ბოლო სიახლეები