"მე პლენარული განცხადებებისთვის ნაკლებად მცალია" - დეპუტატი ლევან ბეჟანიძე
ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ წევრი, ლევან ბეჟანიძე იმ დეპუტატთა სიაშია, ვისაც პარლამენტში სხდომაზე ერთი წლის განმავლობაში განცხადება არ გაუკეთებია. „როგორც ირკვევა, „ქართული ოცნების“ 16 დეპუტატს ერთი წლის განმავლობაში არც ერთხელ არცერთ საკითხზე არ უსარგებლიათ სიტყვის უფლებით.

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ბეჟანიძე ამბობს, რომ პლენარულ სესიაზე განცხადებას არ აკეთებს, თუმცა კომიტეტებზე აქტიურად მუშაობს. დეპუტატის შეფასებით, მისი საქმიანობა პარლამენტში აქტიურია

„მე პლენარული განცხადებებისთვის ნაკლებად მცალია. ნახეთ, მაგის ჩანაწერებიც არსებობს, კომიტეტებზე ძალიან აქტიურად ვთვლი ჩემს თავს. კომიტეტზე ვარკვევთ სიტუაციას, რაც გაუგებარია, ყველაფერს გავდივართ კომიტეტის სხდომაზე, სასესიოდ მე პრობლემა არ მქონია. მე პრობლემა ჩემს საქმიანობაში არ მქონია,“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ წევრმა, ლევან ბეჟანიძემ.
Print
ბოლო სიახლეები