მართლა მიაჩნიათ ოსებს და აფხაზებს, რომ მცირერიცხოვან აფხაზ ხალხს, ქართველებმა გაუკეთეს გარკვეული გენოციდი - ადა მარშანია
ანტისაოკუპაციო პროტესტის ფონზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში მიემგზავრებიან. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ისინი რუს კოლეგებთან შეხვედრას და მათთვის სანქციების მოხსნის თაობაზე საუბარს გეგმავენ. გიორგი ლომია დარწმუნებულია, რომ მათი ვიზიტი მოსკოვში საქართველოსთვის სასარგებლო იქნება.

პარტიის მიერ გამართულ ბრიფინგზე ადა მარშანიამ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება შეაფასა, სადაც მან საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი არ დაუჭირა. მარშანიას თქმით, ის პუტინის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება. რაც შეეხება იმ განცხადებას, სადაც პუტინი აფხაზების გენოციდზე საუბრობს, დეპუტატი ირწმუნება, რომ ამას ქართველების მხრიდან ადგილი ნამდვილად ჰქონდა.

„პრინციპში, ზოგადად, ჩვენ მივესალმებით პუტინის განცხადებას, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ და ქართველმა ერმა ძალიან მძიმედ მოისმინა და მიიღო, მიიღო რას ჰქვია, აღსაქმელად მიიღო ეს მისი ასე ვთქვათ, პასაჟი გენოციდზე, ხომ? ცხადია, ჩვენ დავაფიქსირებთ ამას და ვიტყვით, რომ ასე არ მიგვაჩნია ჩვენ საქართველოში და იცით თქვენ, რომ მათ ასე მართლა მიაჩნიათ ოსებს და აფხაზებს, რომ 92-93 წელს პატარა მცირერიცხოვან აფხაზ ხალხს ქართველებმა გაუკეთეს გარკვეული გენოციდი. თქვენ ეს არ გაგიგონიათ არასდროს? უბრალოდ, ჩვენთან არ არის მიღებული ამაზე საუბარი. გენოციდი იყო ქართველი მოსახლეობის აფხაზეთში, მართლა ასე იყო. დედაჩემი მხარე, გუგუშვილები, სულყველა დამიხოცეს. 13 ადამიანი, სხვათა შორის, მე არასდროს არ მითქვამს ეს საჯაროდ,“- განაცხადა მარშანიამ.
Print
ბოლო სიახლეები