"პატრიოტთა ალიანსს" მოსკოვში გავრილოვი უმასპინძლებს
"პატრიოტთა ალიანსს" მოსკოვში სერგეი გავრილოვი უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას   "РИА новости" ავრცელებს. “სერგეი გავრილოვმა რუსეთში ქართველი დეპუტატების დაგეგმილ ვიზიტზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველ პარლამენტარებთან შეხვედრისთვის მზად არის,"- წერს რუსული მედია სერგეი გავრილოვის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
როგორც სერგეი გავრილოვი აცხადებს, შეხვედრის ადგილი არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ნებისმიერი ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორია იყოს თუმცა  მან ქართველი პოლიტიკოსების ვიზიტისთვის რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი შეარჩია. РИА новости იუწყება, რომ კვირას მოსკოვში პარტიის ​”პატრიოტთა ალიანსი” დეპუტატების ვიზიტზე ინფორმაცია მათ დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი ლომაიამ დაუდასტურა.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში შეხვედრებს 15 ივლისიდან დაიწყებენ და ის სავარაუდოდ 2 დღეს გაგრძელდება. ამასთან, გიორგი ლომია ირწმუნება, რომ ისინი მოსკოვში მივლინებით პარლამენტიდან არ მიდიან, შესაბამისად, სამივლინებო ხარჯებისთვის არც პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწერია ხელი.
Print
ბოლო სიახლეები