ავიაკატასტროფას შვედეთში მსხვერპლი მოჰყვა-თვითმფრინავი მდინარეში ჩავარდა {ვიდეო}


ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთში მოხდა, მცირე ზომის თვითმფრინავი აფრენიდან მალევე მდინარეში ჩავარდა.

ბორტზე პარაშუტისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც მდინარეში უნდა გადამხტარიყვნენ. 

ყველა გარდაცვლილი შვედეთის მოქალაქეა. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.



Print
ბოლო სიახლეები