უკაცრავად, ბებოს მაღალი წნევა აქვს და შეგიძლიათ მოხვიდეთ? - 112-ის გმირი ბავშვები (ვიდეო)
10 წლის ნინი მირუაშვილმა, 76 წლის ბებოს დასახმარებლად დარეკა 112-ზე. ოპერატორს საჭირო კითხვებზე უპასუხა და ბებიის სიცოცხლე გადაარჩინა.

2019 წელს „112-ის გმირის“ წოდებით ოთხი ბავშვი: ნუცა საჯაია, დავით ტალახაძე, ნინი მირუაშვილი და საბა მაზიაშვილი დაჯილდოვდნენ.


ასევე, იმ 5 ბავშვს, რომლებმაც ყველაზე მძიმე და გადამწყვეტ წუთებში სხვა ადამიანების გადასარჩენად, გადაუდებელი დახმარების ნომერზე დროულად დარეკეს, მადლობის სიგელები გადაეცათ.

შესაბამის აუდიომასალას 112 Georgia/112 საქართველო საკუთარ „ფეისბუქ გვერდზე“ აქვეყნებს.
Print
ბოლო სიახლეები