იულია სუსლიაკი სამართალდამცავებს საბაჟო გამშვებ პუნქტ "სადახლოზე" ჰყავთ დაკავებული
იულია სუსლიაკი სამართალდამცავებს საბაჟო გამშვებ პუნქტ "სადახლოზე" ჰყავთ დაკავებული და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლებას არ აძლევენ. ამის შესახებ ინფორმაციას სუსლიაკის ადვოკატი ავრცელებს. ადვოკატის განცხადებით, სადახლოდან მას სუსლიაკი ახლახან დაუკავშირდა და უთხრა, რომ მას ქვეყანაში არ უშვებენ.

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული იულია სუსლიაკის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამართალდამცველებმა სამოქალაქო პირებთან ერთად გაიტაცეს.

სუსლიაკი საქართველოში კონსულტაციებისთვის ბრუნდებოდა. იგი ხვალ ბრიფინგის გამართვასაც გეგმავდა, რომელზეც აპირებდა დაესახელებინა ის პირები, ვინც მისი თქმით, საქმში ჩართული იყო, მას აყალბებდა და სუსლიაკზე ზეწოლას ახორციელებდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაკავების დროს მცირე ინციდენტიც მოხდა. იულია სუსლიაკმა ქართველ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა მისი წაყვანა მაინც შეძლეს.

სუსლიაკის ოჯახი და მისი ინტერესების დამცველი ამ დაკავებას უკავშირებენ „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს, სადაც სუსლიაკი ამბობდა, რომ ის საქართველოში დაბრუნებასა და დაკავების დღიდან მის გათავისუფლებამდე მომხდარ ამბებზე საუბარს აპირებდა.
იულია სუსლიაკის ადვოკატი, ზურაბ თოდუა არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის უკრაინაში დეპორტაცია მოხდეს. თოდუა ამბობს, რომ სუსლიაკის დაკავების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და ეს გატაცება ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ მან ვერ მოახერხოს კონკრეტული გვარების დასახელება.
Print
ბოლო სიახლეები