"არ ვაცლით ამ ფაროსანას ძილს, სანამ გამოთხრილი თვალებისთვის არ აგებს პასუხს გახარია," -აქცია შეკვეთილში
შეკვეთილში, სასტუმრო "პარაგრაფთან" საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს 20 ივნისის აქციის დარბევა  და გახარიას გადადგომა მოითხოვეს. აქციამდე კი მათ საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. მათი ინფორმაციით ქვეყნის ფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო ,,პარაგრაფში,, იმყოფება და ადგილმდებარეობაც სწორედ ამ მიზეზით შეარჩიეს. აქციის მონაწილეების ამბობენ, რომ საპროტესტო გამოსვლები უცვლელი მოთხოვნებით პერმანენტულად გაგრძელდება.
"აუცილებლად უნდა გადადგეს მინისტრი გახარია იმ სისხლიანი ღამისთვის, ჩვენ არ გავჩერდებით... არ ვაცლით ამ ფაროსანას ძილს, მანამ, სანამ გამოთხრილი თვალებისთვის არ აგებს პასუხს გახარია,"- აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ანზორ გუბაევი.
Print
ბოლო სიახლეები