არ მაინტერესებს — სალომე ზურაბიშვილი რუსთავი 2-ის საქმეზე
"არ მაინტერესებს", — ასე უპასუხა  საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით.  სალომე ზურაბიშვილი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, სადაც სიტყვით გამოვიდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა ზურაბიშვილს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ჰკითხეს თუმცა მან არცერთ შეკითხვას არ უპასუხა. 



"მე მიმაჩნია, რომ ის, რაც დღეს მოხდა, ეს 30 წელი, არაჩვეულებრივი საქმე ქვეყნისთვის ამ საექიმო დარგში არის ის, რაზედაც თქვენ უნდა საუბრობდეთ", — უთხრა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.
Print
ბოლო სიახლეები