ეგზიტპოლის მიხედვით უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის პარტიამ ბარიერი ვერ გადალახა
უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების მიხედვით  მიხეილ სააკაშვილის პარტიამ ბარიერი ვერ გადალახა. ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიამ მხოლოდ 0.4 პროცენტი აიღო.რადაში მოსახვედრად ბარიერი ხუთი პროცენტია.

ეგზიტპოლის მიხედვით, მეცხრე მოწვევის რადაში 5 პარტია შევა. უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის პარტია ხალხის მსახური ლიდერობს. მას ხმა მოსახლეობის 43,9 პროცენტმა მისცა. მეორე ადგილზეა ოპოზიციური პლატფორმა — სიცოცხლისთვის 11,5 პროცენტით. შემდეგ მოდის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტია ევროპული სოლიდარობა 8,9 პროცენტით. მეოთხე ადგილზეა იულია ტიმუშენკოს პარტია ბატკივშინა 7,6 პროცენტით, ხოლო მეხეთე ადგილზეა მუსიკოს სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია ხმა 6,3 პროცენტით.
Print
ბოლო სიახლეები