"რუსთავი 2-ის" სარედაქციო პოლიტიკა შესაცვლელია-დავით დვალი

"რუსთავი2-ის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა შესაცვლელია და ის მიზეზებიც განმარტა როგორია მისი ხედვა არხის მომავალთან  დაკავშირებით.


"მეპატრონის გაუმჭირვალობა ბევრ პრობლემას ქმნიდა და შეიძლება შექმნას მომავალშიც რუსთავი 2-შიც, შეიძლება ხმამაღლა ვთქვა და ვიღაცას ყური მოჭრას მაგრამ მე მაინც ვიტყვი ამას არ მეშინია, რაღაც შელოცვას გავს ის ფრაზა რომ სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება, სარედაქციო პოლიტიკა შესაცვლელია რა თქმა უნდა , შესაცვლელია იმ მხრივ რომ ტაბუები უნდა აეხსნას რაღაც თემებს, რომელიც სამწუხაროდ, იმის გამო რომ გარკვეულ პოლიტიკური ჯგუფის ზეგავლენის ქვეშაა და ის მფლობელი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის უკან იკარგება და ის თემები და მათგან წამოსული დღის განრიგი უნდა მოიხსნას და ტელევიზია უნდა იყოს მართლა თავისუფალი. მართლა უნდა ასახავდეს იმას რაც დღეს ხდება, რაც გვაღელვებს, სად დარღვევაა, სად კორუფციაა, სად კრიმინალია, სად დანაშაულია და ა.შ. მიუკერძოებლად. ჩემი ხედვა რუსთავი 2-ის მომავლის ეს იქნება და მე აბსოლუტურად დარმწუნებული ვარ რომ ის ჟურნალისტები, რომლებიც დღეს არიან "რუსთავი 2-ში" იქნება ძალიან მისაღები დარწმუნებული ვარ დაკვეთების კეთება არავის არ სიამოვნებს."-განაცხადა დვალმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატები და ოპოზიციონერი დეპუტატები „რუსთავის 2“-ის დამფუძნებლებს - დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ხვდებიან.
Print
ბოლო სიახლეები