3 წლის ბავშვი მეექვსე სართულიდან გადმოვარდა (ვიდეო)
ჩინეთში  მეექვსე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა და  გადარჩა. ამის შესახებ  ინფორმაციას CNN-ი  ავრცელებს. 3 წლის ბავშვი  აივანზე იყო დაკიდებული რის შემდეგაც მას ხელი დაუცურდა და გადმოვარდა. საბედნიეროდ თვითმხილველებმა მოასწრეს დაბლა ზეწრის გაშლა  რაზეც 3 წლის ბავშვი დაეცა და უვნებლად გადარჩა.  არასრულწლოვანს დაზიანებები არ მიუღია.ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას სერიოზული ტრავმები არ მიუღია.

მაისში ჩინეთის ქალაქ ინინში კაცმა მე-5 სართულიდან გადავარდნილი ბავშვი გადაარჩინა. 2 წლის ბიჭი უყურადღებოდ იყო დატოვებული და ფანჯრიდან გადაძვრა. ის 28 წლის ტონიკ ტურგანბეკმა გადაარჩინა.


Print
ბოლო სიახლეები