აქციის მონაწილეს, რომელიც მაკო გომურს გამოესარჩლა, გირაოს გადახდა დაეკისრა
შეკვეთილში გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, დავით მჟავანაძეს, პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო, სამი ათასი ლარის გირაოს გადახდა დაეკისრა. სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, 20 ივნისის დროს დაშავებულ 18 წლის მაკო გომურს გამოესარჩლა. მან სოციალურ ქსელში ბახვის პოლიციის უფროსს, მამუკა ჯანანაშვილს უპასუხა, რომელმაც აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა და ადამიანებს, რომლებმაც 20 ივნისს თვალი დაკარგეს, აგინა.

პოლიცია დავით მჟავანაძის მიმართ 15 დღიან პატიმრობას ითხოვდა. მჟავანაძის ადვოკატის, კახა ჩავლეშვილის განცხადებით, ეს, გარკვეულწილად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა, რადგან მჟავანაძე დაისაჯა მის მიერ სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას გაკეთებული განცხადებების გამო.

მისი თქმით, ერთადერთი მტკიცებულება, რაც პოლიციამ სასამართლოს წარუდგინა, დავით მჟავანაძის Facebook ლაივია, სადაც ის პოლიციელ მამუკა ჯანანაშვილს მაკო გომურის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო უხამსი სიტყვებით მოიხსენიებს. მისი განცხადებით, პოლიციელებმა პირდაპირი ჩართვის შეწყვეტა სთხოვეს, მჟავანაძეს დაუმორჩილებლბაში კი სწორედ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა ჩაეთვალა.
Print
ბოლო სიახლეები