მოსკოვში დაკავებულთა რაოდენობა 350-მდე გაიზარდა
მოსკოვის პოლიცია პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეებს შეკრების საშუალებას არ აძლევს. სამართალდამცველები ოპოზიციის ლიდერებსა და აქციის მონაწილეებს პირდაპირ ქუჩებში აკავებენ. ოპოზიციის ერთერთი ლიდერი - ლუბოვ სობოლი ძალოვანებმა მისივე შტაბთან დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. ის ერთ-ერთია ოპოზიციის კანდიდატებიდან, ვინც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე არ დაუშვა.

დღევანდელი აქციის მთავარი ლოზუნგიც სწორედ არჩევნებს უკავშირდება - "დავიბრუნოთ არჩევანების უფლება" - ამ შინაარსის შეძახილებით ხალხი საპროტესტო მსვლელობის გამართვას ცდილობს, თუმცა სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევენ.

უკვე ცნობილია, რომ დაკავებულია 350-მდე ადამიანი, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც, რომლებიც მიმდინარე აქციას და დაკავებებს აშუქებდნენ.
Print
ბოლო სიახლეები