"გირჩი" 18 წლამდე პირთა არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივით გამოდის
"გირჩი" 18 წლამდე პირთა არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართულები. 

„თუ ამ ასაკამდე იარაღის ტარებას ვაძალებთ ჯარში, მსახურებას, ხმის მიცემის უფლებას რატომ არ ვაძლევთ? ქვეყანაში ხმის მიცემის უფლება ათას სულელს აქვს და 18 წლამდე ახალგაზრდებს არ აქვთ. პარლამენტის წევრს სკოლის ატესტატი არ მოეთხოვება და 25 წლის თუ არ არის, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ ვაძლევთ, რომ ვინმემ აირჩიოს. ამ კითხვებს ვსვამ. დანარჩენი აქ ხალხია მოსული იმისთვის, როგორ უნდა იყოს განაწილებული ბიუჯეტის ფული, ვის რამდენი შეხვდება არჩევნების შედეგად, ასევე რამდენი წარმომადგენელი ეყოლება ადმინისტრაციულ ორგანოებში.

იქნებ, ვინმეს გულში პატრიოტული სულისკვეთებაც აქვს და ქვეყნის გადარჩენას ასე უყურებს. მე ვამბობ იმას, რისთვის ვარ მოსული – ახალგაზრდებს არჩევნებში მოსვლის საშუალება მიეცით", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
Print
ბოლო სიახლეები