ესპანეთში მამაკაცმა მაცივარი ხევში გადააგდო პოლიციამ კი უკან ამოატანინა (ვიდეო)
ესპანეთში მამაკაცმა მაცივარი ხევში გადააგდო, ხოლო პოლიციამ ის უკან ამოატანინა. ამის შესახებ ინფორმაციას "The Telegraph"-ი ავრცელებს. მაცივრის ხევში გადაგდების კადრები სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა.მამაკაცი მაცივარს  ხუმრობით აგდებდა ხევში რათა გაეგო თუ რამდენჯერ გადაბრუნდებოდა.

როგორც ირკვევა ახალგაზრდა მამაკაცი სამხრეთ ალმერიის რეგიონში ძველი ნივთების გადამამუშავებელ კომპანიაში მუშაობს. მაცივარიც სწორედ ამ კომპანიიდან წამოიღო. "გადავამუშაოთ, მოდი გადავამუშაოთ" ამბობს კაცი ამ სიტყვებს და მაცივარს ხევში აგდებს. ამის გამო მამაკაცი 45 000 ევროთი დააჯარიმეს. 


Print
ბოლო სიახლეები
პოპულარული
Facebook
რეკლამა


რეკლამა