20 ივნისის აქციაზე დაკავებული ნიკოლოზ შარვაშიძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
20 ივნისის აქციაზე დაკავებული ნიკოლოზ შარვაშიძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რაც ნიკოლოზ შარვაშიძის მიერ სამართალდარღვევის ჩადენას დაადასტურებდა.

შედეგად სასამართლოს დადგენილებით, „თელავის დემოკრატიის სკოლის“ ხელმძღვანელის, წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა.

შარვაშიძეს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებდნენ. პარალელურად, პროკურატურა ნიკოლოზ შარვაშიძის მიმართ სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიებას აწარმოებს.

"ჰქონდათ მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმი, შესაბამისად მათი მხრიდან სხვა მტკიცებულება არ ყოფილა, ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამო, მოსამართლემ შეწყვიტა სამართალწარმოება და მცნო უდანაშაულოდ,"-ამბობს შარვაშიძე.
Print
ბოლო სიახლეები