დიდი ტელეკომპანიის დიდი ისტორია დასრულდა და ის დაასრულა 36 კბილა ცხენკაცმა - გვარამია
„25-წლიანი დიდი ტელეკომპანიის დიდი ისტორია დასრულდა და ის დაასრულა 36 კბილა ცხენკაცმა და მისმა დანიშნულმა პაატა სალიამ“, - ნიკა გვარამია ამ განცხადებით,  "რუსთავი 2"-ის გაყიდვის ფაქტს ეხმაურება.

ქიბარ ხალვაშის განცხადებას და ბრალდებებს „რუსთავი2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი პასუხობს. გვარამიას თქმით, ბრალდება, რომ ნიკა გვარამიას გენერალური დირექტორობის დროს 70 მილიონამდე დავალიანება დაგროვდა, სიმართლეს არ შეესაბამება. გვარამიას თქმით, მას 30 მილიონამდე ვალი მას დახვდა.

„ეს არის ე.წ. დაკიდებული ვალები. პაატა სალია საერთოდ არაფრის მცოდნე არ არის ქვეყნის ზურგზე, არის ერთი საშუალო ხარისხის კლერკი, იურისტი, არც მაგის კარგი ადვოკატობა გაუგია ვინმეს, არც რამე გამოჩენილი გაუკეთებია ცხოვრებაში... ამ 70 მილიონიდან 30 არის ე.წ. დაკიდებული ვალები, რომელიც არის მკვდარი სესხები ან ჩასხმები პარტნიორთა ვალებად გაფორმებული. ეს დამხვდა მე, არც მიმიქცევია ყურადღება, მეტი საქმე არ მქონდა, მომაკვდავ კომპანიაში, დაკიდებულ ვალებს ვუყურებდე... ამ დაკიდებული ვალების ზემოთ არის 25 მილიონი საგადასახადო დავალიანება, დიახ ყადაღით მიყენებული ზიანია ესეც მათ შორის“, - განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამია ასევე აკრიტიკებს პაატა სალიას განცხადებას და ამბობს, რომ ის „სამარცხვინო“ დირექტორია.

„ეს ჩვარი, რომ რუსთავი 2-ის ბოლო დირექტორია, ეს არიას სამარცხვინო, კატასტროფა, რომელიც სამწუხაროდ, მოგვიწყო ადამიანის უფლებათა სასამართლომ, რომელიც სტრასბურგში მდებარეობს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, მის წინააღმდეგ საქმე სწორედ იმის გამო აღიძრა, რომ "რუსთავი 2"-ის ახალ მფლობელს და მის იურისტს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დანაშაულზე ესაუბრათ.

„პაატა სალიამ ახლა ვისაც გინდა იმას მიმართოს, შემდგარი ისტორიული ფაქტია, რომ პაატა სალია არის რუსთავი 2-ის დირექტორი, რომლის ხელშიც ეს კომპანია გაიყიდება და გახდება კორპუსების სამშენებლო პოლიგონი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
Print
ბოლო სიახლეები