“ტვ პირველი” პირდაპირ ეთერში გავიდა (LIVE)
“ტვ პირველი” ჰაკერული შეტევის შემდეგ, პირდაპირ ეთერში გავიდა. როგორც წამყვანმა დიანა ტრაპაიძემ განაცხადა, სერვერი კვლავ გათიშულია და ტელეკომპანიას მხოლოდ პირდაპირ ეთერში შეუძლია გასვლა. ჯგუფი ვერ ახერხებს გადაღებული და დამუშავებული მასალის ეთერში გაშვებას.

პირველადი ინფორმაციით, არხის მთავარ სერვერზე კრიპტოვირუსმა შეაღწია. ეს არის ვირუსი, რომელიც არსებულ მასალას შიფრავს.

“როდესაც IT-ის წარმომადგენლები ცდილობდნენ პრობლემის აღმოფხვრას, მათ დახვდათ მეილი, რომელსაც უნდა დაკავშირებოდნენ, იმ შემთხვევაში, თუ პრობლემის მოგვარება სურდათ,” – აცხადებენ ტელეკომპანიაში.

ამ ეტაპზე ტექნიკური სამსახურის მიერ სერვერს დიაგნოსტიკა უტარდება.

ტელეკომპანიაში იმყოფებოდნენ საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები. მათ შენობა უკვე დატოვეს.

Print
ბოლო სიახლეები