ჭიდაობის ფედერაციას აეროპორტიდან ჭავჭავაძემდე სპორტული ფორმების ტრანსპორტირება 8,276 ლარი დაუჯდა- IDFI


IDFI-ის კვლევის თანახმად, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების სპორტული ფორმების საქართველომდე ტრანსპორტირებაში ფედერაციამ 12 517 ლარი გადაიხადა, ხოლო ადგილობრივ ტრანსპორტირებაში, ანუ ქალაქ თბილისის საბაჟოდან ჭიდაობის ფედერაციის შენობამდე ეკიპირების ტრანსპორტირებაში - 8,276 ლარი.

"ხელშეკრულებაშიც და მიღება ჩაბარების აქტშიც ჩანს, რომ მომსახურება ერთი თვის განმავლობაში შესრულდა, კერძოდ კი 2017 წლის 25 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით, რაც საკმაოდ გაუგებარს ხდის აღნიშნული მომსახურების ფორმას, თუმცა, თუ ვივარაუდებთ რომ საქონელი სხვადასხვა დროს ჩამოდიოდა და შემსრულებელს თითოეულ ჯერზე უწევდა ტვირთის წამოღება, მაინც გაურკვეველი რჩება, რამ გამოიწვია თბილისის მასშტაბით ტრანსპორტირების ასეთი მაღალი ფასი, რომელიც უცხოეთიდან ტრანსპორტირების თანხას უახლოვდება"-აღნიშნულია ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც IDFI-ის კვლევას ეყრდნობა.
Print
ბოლო სიახლეები