"99% დადასტურებაა იმისა, რომ ეს ინფორმაცია უტყუარია"- რა ხდება გუგუტიანთკარში
"რუსმა ოკუპანტებმა გააგრძელეს მცოცავი ოკუპაცია"- ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მას გუგუტიანთკარის მიმართულებით პოლიცია  აღარ უშვებს და 99%-ით დადასტურდა, რომ რუსული მცოცავი ოკუპაცია განახლდა.

დავით ქაცარავამ რამდენიმე წუთის წინ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პირდაპირ ჩართვაში  განაცხადა,  რომ გუგუტიანთკარისკენ მიემართებოდა, იმისთვის რომ  მიიღოს ინფორმაცია, რა ვითარებაა ადგილზე. ქაცარავა მთავრობისგან რეაგირებას მოითხოვს, ხოლო საზოგადოებას მოუწოდებს ყურადღებით იყოს დ აინფორმაციის ბოლომდე დადასტურების შემთხვევაში საჭირო იქნება ხალხის შეკრება.

"როგორც რამდენიმე წუთის წინ ჩემს პირდაპირ ჩართვაში შეგატყობინეთ, მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გუგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა გააგრძელეს სოფლის მცოცავი ოკუპაცია.
ჩვენ უკვე ვიმყოფებით სოფლის მისადგომებთან, კერძოდ კი მერეთის პოლიციის შენობასთან.
პოლიცია აღარ გვიშვებს გუგუტიანთკარის მიმართულებით.
ეს 99% დადასტურებაა იმისა, რომ ეს ინფორმაცია უტყუარია.
ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით მოგაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია.
მთავრობის წევრებო!
იმედი მაქვს, ვიხილავთ თქვენს გუგუტიანთკარში შემავალ მანქანებს!
გუგუტიანთკარელებო!
პოლიცია არ გვიშვებს თქვენს გვერდით დასადგომად!"- წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.


Print
მსგავსი სიახლე
ქედაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ბათუმისა და
ქედის კლინიკებში გადაჰყავს.

13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბოლატორიული დახმარება უტარდებათ,
ხოლო 2 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ,
დამატებითი კვლევებისთვის.


აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არც ერთი მათგანის
სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


შემთხვევა ქედის მუნიციპალიტეტში მოხდა, ავტოსაგზაო შემთხვევისას
ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ადგილზე
სამაშველო სამსახური და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
10:16 / 12.11.2019
ქედაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ბათუმისა და ქედის კლინიკებში გადაჰყავს.

13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბოლატორიული დახმარება უტარდებათ, ხოლო 2 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ, დამატებითი კვლევებისთვის.


აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


შემთხვევა ქედის მუნიციპალიტეტში მოხდა, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ადგილზე სამაშველო სამსახური და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

ბოლო სიახლეები