"უვიცი და თავხედი ხარ შენ" - მეთოფიშვილი ანა დოლიძეს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების პროცესი ხმაურით დაიწყო. მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატთან, თეა ძიმისტარიშვილთან გასაუბრება, დაპირისპირების გამო, დროებით შეწყვეტილი იყო.

სიტყვიერი დაპირისპირება ერთ-ერთი მოსამართლე წევრის, ირაკლი შენგელიას კითხვას მოჰყვა, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რამდენად მიზანშეწონილად თვლიდა მოსამართლეობის კანდიდატი, თეა ძიმისტარაშვილი, რომ დეკლარაციაში მითითებული ყოფილიყო კონკრეტული პირების მისამართები და ასახული ყოფილიყო, კონკრეტულად სად ცხოვრობენ ისინი.

სწორედ ამ საკითხს მოჰყვა დაპირისპირება საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის. ანა დოლიძემ განაცხადა, რომ კონკრეტულ პირებს, მათი ქონების მდებარეობა დეკლარაციაში მითითებული უნდა ჰქონდეთ. ირაკლი შენგელიამ კი განაცხადა, რომ კონკრეტულ პირს, მისი პირადი საცხოვრებლის მისამართი მითითებული არ უნდა ჰქონდეს.

„ბევრი ბინები აქვს ვანო ზარდიაშვილს ზუსტად ვიცი, ამიტომ მთლად მისი მიგნება ადვილი არ იქნება.... ბევრი ბინა აქვს ოთარ ფარცხალაძეს, ზუსტად მახსოვს... არ უნდა იყოს ქონების მდებარეობა მითითებული?“ - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძემ  საბჭოს არამოსამართლე წევრი „შარიკოვიზმში“ დაადანაშაულა, რის შემდეგაც  სერგო მეთოფიშვილმა   დოლიძეს „უზრდელი და თავხედი“ უწოდა.

„თავხედი ხარ, უვიცი და თავხედი ხარ შენ... თავხედობ,“ - მიმართა მეთოფიშვილმა არამოსამართლე წევრს.

ამ კამათის გამო დროებით, სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.


Print
ბოლო სიახლეები
პოპულარული
Facebook
რეკლამა


რეკლამა