"ხელით შემეხნენ და ქვებსაც მესროდნენ ახლა საავადმყოფოში მივდივარ"- დავით ქაცარავა (ვიდეო)
ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მას საზღვრისპირა სოფელში ხელით შეეხნენ. როგორც ქაცარავა ამბობს ის ბობნევში მიდიოდა და ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ შსს-მ იცოდა. ბობნევში დავით ქაცარავას  4-5 კაციანი ჯგუფი დახვდა და ქაცარავას აგრესიულად მიმართეს.  ამის შესახებ დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს ხოლო შემდეგ ვიდეომიმართვასაც ავრცელებს. 

"მეგობრებო!ამ წუთას ვიმყოფები ბობნევში.წამლები მოვუტანე დათა პაპას.ჩემი აქაური ჩამოსვლის შესახებ არავინ იცოდა. ბუნებრივია შსს ს გარდა, რომელსაც ჩემს მოსვლამდე შევატყობინე წინასწარ.
დათა პაპას სახლთან დამხვდა 4- 5 კაციანი ტიტუშკების ჯგუფი. მოსვლისთანავე მომცვივდნენ და შეურაცხყოფის მოყენება დაიწყეს. ხელითაც შემეხნენ და ქვებსაც მესროდნენ. მოკლედ, ტიტუშკებით ბრძოლაზე გადავედით? გასაგებია.მივდივარ საავადმყოფოში. იქედან შეგეხმიანებით პოლიცია იქვე იმყოფებოდა და ვერ შეაჩერა მათი თავდასხმა. ხო, სხვათა შორის, კუანა კურდღლებო, ყბები როგორ გაქვთ?"- წერს ქაცარავა






Print
ბოლო სიახლეები