„კვირის შუადღის“ ერთ-ერთი წამყვანი „რუსთავი 2“-ს ტოვებს
„რუსთავი 2“-ის ყოველკვირეული გადაცემა „კვირის შუადღის“ ერთ-ერთი წამყვანი სალომე დადუნაშვილი არხიდან ეკა კვესიტაძის გაშვებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება.  არხის დატოვებას სალომე "პრაიმტაიმთან" საუბრისას ადასტურებს. 

„ეკა, დიდი მადლობა კვირის შუადღის ყველა გამოშვებისთვის. ყველა კარგად მოყოლილი ამბისთვის, ყველა ყავისთვის, რომელიც დაგვილევია ბუფეტში, ყველა ხუმრობისთვის რეკლამის დროს და ყველა ანონსისთვის, რომლის დროსაც ფეხზე არ ვიდექით შენი წყალობით,)) ხო და კიდევ ცოცხალი ინტერესისთვის და სწავლის დაუსრულებელი სურვილისთვის, რომელიც ძალიან გადამდებია. შენი და „ლაფერას“ გარეშე კვირის შუადღე აღარ იქნება ჩემთვის. P.S. ვდარდობ, რომ ბრექსიტის საგა ვერ დავასრულეთ. სხვა დროს იყოს. სადმე“ - წერს სალომე ფეისბუქზე.

კითხვაზე დარჩება თუ არა სალომე "რუსთავი2"-ზე თუ გადაცემა გაგრძელდება მან ასე უპასუხა:

"არა. ვერ წარმომიდგენია ეს როგორ შეიძლება მოხდეს, შესაბამისად ამას არ გავაკეთებ. "- ამბობს სალომე "პრაიმტაიმთან"საუბრისას.

Print
ბოლო სიახლეები