გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს
გერმანიაში გაურკვეველ ვითარებაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლეს.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ფაქტზე გერმანიის პოლიციამ ერთი პირი დააკავა. თუმცა მომხდარის დეტალები უცნობია. ხანგოშვილის ახლობლები გერმანიაში მიდიან.


ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილეა. მოსკოვს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში წლების მანძილზე ცხოვრობდა.

ზელიმხან ხანგოშვილი ფიგურირებდა 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაციაში. ის და ახმედ ჩატაევი უკანონო შეიარაღებულ ჯგუფთან მოსალაპარაკებლად საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა გააგზავნეს. ის საქართველოს შსს–სთან თანამშრომლობდა.

2015 წელს თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე ზელიმხან ხანგოშვილს რამდენიმე ტყვია ესროლეს, მკურნალობის შემდეგ მან საქართველო დატოვა.

Print
ბოლო სიახლეები