"პირველი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ მე და ეკა კვესიტაძე ვიქნებით კანონების დარღვევით ეთერში''-ნიკა გვარამია
"რუსთავი2"-ს ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში ვიდეო მიამრთვა გაავრცელა სადაც განაცხადა თუ რატომ ჰქვია მის ახალ არხს "მთავარი არხი".

კითხვაზე თუ რატომ მთავარი?! ნიკა გვარმია პასუხობს: 

"პირველი იმიტომ რომ უსამართლოდ წაგვართვეს რუსთავი2 და არ მიყვარს უსამართლობა და გუნდს რომელიც აქ არის არ უყვარს უსამართლობა. მეორე, არასდროს არ ვაგებ, როდესაც მორალური უპირატესობა მაქვს, პირიქით ყოველთვის ვიგებ. და მოვიგებ ახლაც.მთავარი ჟურნალისტები უნდა აკეთებდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს და ქმნიდნენ მთავარ კონტენტს. ამიტომაც მთავარი და ამიტომაც იქმნება ადგილი, სადაც ისინი ამ ყველაფერს გააკეთებენ. იმიტომ "მთავარი", რომ პირველ რიგში თქვენ გინდათ ეს, თქვენ ითხოვთ ამას და მე ცოტა მეშინია თქვენი მოლოდინების, ამხელა მოლოდინების და იმედია არ გაგიცრუებთ.იმიტომ მთავარი რომ უნდა არსებობდეს ადგილი, სადაც ჩვენ ერთად ვიქნებით და ერთად მოვიპოვებთ თავისუფლებას. 9-ში 9 საათზე ვიწყებთ და პირველი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ  მე და ეკა კვესიტაძე ვიქნებით კანონების დარღვევით ეთერში,  ორშაბათს მაგრამ აუცილებლად ვიქნებით. მე ვიქნები ამ პიჯაკით გპირდებით ზოგადად სულ ვიქნები პიჯაკებით და აუცილებლად არ ვიგინო რადგან ასე მთხოვა ჩემმა გუნდმა და მე მათ გამო ვარ აქვს.  


Print
ბოლო სიახლეები