პროკურატურა ნიკა მელიას მიერ სატელევიზიო ინტერვიუს მიცემასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს
"საქართველოს პროკურატურა იმსჯელებს მომხდარ ფაქტზე და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას"- ამის შესახებ პროკურატურაში დეპუტატ ნიკა მელიას მიერ ტელეკომპანია „კავკასიისთვის“ინტერვიუს მიცემასთან დაკავშირებით აცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ მელიას განცხადებით, დღეს პროკურატურამ დეპუტატს ტელეკომპანია "კავკასიაში" მისვლა აუკრძალა, თუმცა ნიკა მელია გადაცემა "სპექტრში" მაინც მივიდა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებულ წევრს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ასევე აკრძალული აქვს საგამოძიებო ორგანოს ნებართვის  გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. 


Print
ბოლო სიახლეები