ჩემი მიზანი რომ კონფერენციის ჩაშლა ყოფილიყო 10 000 ამომრჩეველთან ერთად მივიდოდი-ინაშვილი

"მე მივედი კონფერენციაზე მარტო. არავითარი ჩაშლა ამ კონფერენციის არ გვქონდა განზრახული, კონფერენციის ჩაშლა რომ ყოფილიყო ჩემი მიზანი, მოგეხსენებათ ჩვენს პარტიას მრავალი ათასი მხარდამჭერი ჰყავს და მე ამ 10 000 კაცთან ერთად მივიდოდი "ბელინსკის" ქუჩაზე და საერთოდ გადაიკეტებოდა მოძრაობა იმ ტერიტორიაზე"-ეს განცხადება პატრიოტთა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ირმა ინაშვილმა  საერთაშორისო კონფერენციაზე გუშინ მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და 15 სექტემბერს ამერიკის საელჩოსთან მასშტაბური აქცია დააანონსა.
Print
ბოლო სიახლეები